"მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტი დროს საზღვარგარეთ ახალი პარტნიორების მოძიებაში უნდა დავხარჯოთ, რადგან ბიზნესმენის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ფორმულა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვაა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ამ თემაზე საუბრისას თქვა, ყველაზე მთავარი მოთმინების უნარია.
"ყველაზე რთულია მოთმინება. ზოგიერთ პარტნიორთან 5-6 წელი ვმუშაობდი და ვმუშაობ, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდე... არის პიროვნული ურთიერთობა, არის ქიმიაც, როცა ადამიანს შეხვდები, შემდეგ რა ნდობა ჩამოყალიბდება შენსა და მას შორის; ასევე, აკვირდებიან შენ მიდგომას ბიზნესში, უყურებენ როგორ გაქვს წარმოება გაკეთებული და ა.შ.
ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მთავარი მაინც მოთმინება და ქვეყნის გარეთ მუშაობაა - ვფიქრობ, ძალიან ბევრი დრო მაინც უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ ვეწვიოთ საერთაშორისო პარტნიორებს და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო მათთვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ცოდნის თვალსაზრისით და შესაბამისად, წარმოებისთვის კარგი ქვეყანაა“, - განაცხადა მიხო სვიმონიშვილმა.
„მარგებელი ჰოლდინგის“ პარტნიორია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, პარტნიორობაზე როგორებიცაა კომპანია PepsiCo, რომლის პროდუქცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, კომპანია „რაუხი“, მიხო სვიმონიშვილის ბიზნესჯგუფმა 2017 წლიდან ერთობლივი წარმოება დაიწყო.