მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ხშირი მიმართულება პანდემიის დროს

BM.GE
29.09.21 13:14
456
2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან $199 მილიონი მიიღო, ხოლო 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა $704 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის შედეგზე 30%-ით მეტია.

საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 75%-ით ნაკლებია, შესაბამისად, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 25%-ით აღდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აგვისტოს განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 156,101 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, შემდეგ პოზიციებს თურქეთი და უკრაინა იკავებენ. რა ვითარებაა პირიქით, ანუ როგორი მაჩვენებელი აქვს ქართველი ტურისტების ვიზიტს საზღვრებს გარეთ, ძირითადად რომელ მიმართულებებს ვირჩევთ პანდემიის და რეგულაციების პირობებში?

სტუმარი: ანასტასია გაბუნია - The art of travel-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები