მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია 15 დეკემბრამდე დასრულდება

5deac427118dc
ანუკა ჯოხაძე
07.12.19 18:50
1474
ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია 15 დეკემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ BMG-ის თბილისის განვითარების ფონდის ხელმღვანელმა ალექსანდრე ტოგონიძემ განუცხადა.

როგორც ტოგონიძე ამბობს, 15 დეკემბრამდე ხიდების რეაბილიტაციასთან ერთად დასრულდება დედაენის და 9 მარტის ბაღების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობაც, ხოლო უშუალოდ ბაღების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება. ფონდში ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობა საბოლოოდ დეკემბრის ბოლოსთვის აღდგება.

“რაც შეეხება გზის ნაწილს, რომელიც არის დამაკავშირებელი ზაარბრიუკენსა და მშრალ ხიდს შორის, ქვედა ფენებში, გზა ხვალ უკვე დასხმული იქნება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ხიდების რეაბილიტაციას და გვირაბს, 15 დეკემბრამდე ყველაფერი დასრულდება.

პროექტი არის ორად დაყოფილი, ანუ ხიდების, გვირაბისა და გზის ნაწილი არის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი არის უშუალოდ დენდროლოგიური პროექტი და პარკები რეაბილიტაცია, რომლის პროექტიც უკვე გვაქვს და სატენდერო პროცედურებს გავდივართ. შემდეგი წლის გაზაფხულის ჩათვლით უკვე ბაღების რეაბილიტაციაც მოხდება და სრულად მთელი ეს არიალი გახსნილი იქნება,“-აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები