მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზაფხულისთვის ახალი დარბაზი დაგვემატება" - PUB 44 გაფართოებას გეგმავს

PUB 44

ირლანდიური პაბი PUB 44 გაფართოებას გეგმავს - ზაფხულისთვის ობიექტს ახალი დარბაზი დაემატება. ამის შესახებ BM.GE-სთან პაბის დამფუძნებელმა ელენე კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, არსებული სივრცე უკვე მაქსიმალურად დატვირთულია და სტუმართა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„ახლა სივრცეში დაახლოებით 120 ადამიანი ეტევა და გვინდა კიდევ 30-40 ადგილის დამატება. მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და გვინდა, რომ მზად ვიყოთ. ივნისში ევროპის ჩემპიონატიც იწყება და იმ დროისთვის უკვე სრულად გამართული სივრცე გვინდა გვქონდეს“, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისი თქმით, ინვესტიციის მოცულობა, წინასწარი გათვლებით, 10 000-დან 50 000 ლარამდე მერყეობს. დამფუძნებლის თქმით, პროექტი ძირითადად კოსმეტიკურ სამუშაოებსა და ტექნოლოგიურ აღჭურვას მოიცავს, რადგან გაფართოება არსებული ტერიტორიის გადალაგებისა და სივრცის ოპტიმიზაციის ხარჯზე განხორციელდება.

სამუშაოების დაწყება აპრილის შუა რიცხვებიდან იგეგმება და დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, რათა ზაფხულის სეზონისთვის განახლებულმა დარბაზმა სტუმრებს უმასპინძლოს.

„ამჟამად პირველი პაბი ყოველი დღე დატვირთულია. თუ ადრე სტუმრების დაახლოებით 30% იყვნენ უცხოელები და დანარჩენი – ქართველები, ახლა ასე აღარაა. ცოცხალი მუსიკა ძალიან პოპულარულია და ხალხი სპეციალურად ამისთვისაც მოდის“, - ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით გაიზარდა ახალგაზრდა სეგმენტის აქტივობა. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული კამპანიები ძირითადად 30 წელს გადაცილებულ აუდიტორიაზეა გათვლილი, სტუდენტური და უფრო ახალგაზრდა ჯგუფები პაბს ხშირად დიდ ჯგუფებად სტუმრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები