მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხულში საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ" - პარკირების რამდენი დარღვევა გამოვლინდა ბათუმში?

ბათუმი პარკირება

ბათუმში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

უწყების ცნობით, პარკირების ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე ზაფხულს 17 517 სამართალდარღვევა გამოავლინა.

მათ შორის, 12 421 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის, 1 813 - ტროტუარზე დგომის, 1 414 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევის, 989 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომის, 291 - ველობილიკზე არასწორი პარკირების, 109 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომის, 480 - პარკირების წესის სხვა დარღვევის შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ზაფხულის პერიოდში, ევაკუაციით საჯარიმოზე გადაიყვანეს 375 ავტომობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები