მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაჰესში ახალი სკვერი მოეწყობა

მერია
21.08.24 11:41
363

ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 460,000 ლარს შეადგენს და მის განხორციელებაზე კონტრაქტორი კომპანია უკვე მუშაობს.

„სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები