მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზამთარში პრაქტიკულად ვერ ვმუშაობთ” - ხის საამქრო სვანეთში უშუქობის პრობლემაზე

64512df7b66b6
ანუკა ჯოხაძე
06.05.23 17:30
803
სვანეთი ისევ უშუქობის პრობლემას ებრძვის. ელექტრომომაგება ხარვეზებით მიეწოდება, რაც ადგილობრივ ბიზნეს აფერხებს. პრობლემაზე ამჯერად ლატალის თემის მცხოვრებლები ალაპარაკდნენ.

ხის საამქროს დამფუძნებელი, რომელიც 20-ზე მეტ ადგილობრივს ასაქმებს, არასტაბილური ელექტრომომარაგების გამო შეკვეთებს დროულად ვერ ასრულებს.

გიგლა ფარჯიანი აცხადებს, რომ კომერციულ აბონენტად რეგისტრირებულია, გადასახადებსაც იხდის, თუმცა შესაბამის სერვისს ვერ იღებს და მისი საქმე ზიანდება.

“გვაქვს ხის გადამუშავების საამქრო, ელექტროენერგიის მუდმივი მოხმარება გვჭირდება ფუნქციონირებისთვის. ველოდებით ხოლმე დღეების განმავლობაში, როდის მოვა ელექტროენერგია. ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად ვერ ვმუშაობთ იმდენად დაბალია ძაბვა. ხშირად ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ არ ღირს ინვესტიციის ჩადება, რომ რამე განავითარო.

პირველ რიგში უნდა მოხდეს ორგანიზება შეხვედრის, სადაც განიხილება იმის შესახებ საკითხი, რომ გვამადლიან უფასო შუქს. უნდა დაიყოს, ვინ უნდა გადაიხადოს ელექტროენეგიის საფასური და ვინ არა”, - ამბობს შპს აგროდეველოპის დამფუძნებელი გიგლა ფარჯიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები