მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიონობით ლარს ხარჯავს. გუდაურში ახალი ტრასები და საბაგიროები ეწყობა, თუმცა ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება კომპლექსური იყოს და მოიცავდეს როგორც საგზაო, ისე კომუნალურ ინფრასტრუქტურას. „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია“ აერთიანებს იმ კომპანიებსა და ობიექტებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან კურორტებზე არსებულ სისტემურ გამოწვევებს. მოაგვარებს თუ არა დაგეგმილი პროექტები ძირითად პრობლემებს, როგორია ბიზნესის მოლოდინები წლევანდელი სეზონისგან და რა მიმართულებით სჭირდება კერძო სექტორს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა?
სტუმარი: მირანდა ესაკია -“მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის” თანადამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























