ქვეყნის მთის კურორტებზე სეზონი მიმდინარეა, თუმცა განთავსების ობიექტებისთვის დატვირთულობით ყველაზე მნიშვნელოვანმა - იანვრის თვემ უკვე ჩაიარა. ვითარება კურორტებზე განსხვავებულია. ბაკურიანი-გუდაურის შემთხვევაში, სეზონმა შედარებით პოზიტიური მიმდინარე შედეგები აჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით - სვანეთსა და ყაზბეგზე.