მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე ოფიციალურად 20 დეკემბერს იხსნება - რა სიახლეებით ხვდებიან კურორტები?

ზამთრის კურორტები წლის მთავარი სეზონისთვის ემზადებიან. სიახლეა ის, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, სეზონის გახსნის თარიღი წინასწარ არის ცნობილი - „მთის ტრასების სააგენტო“ გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას ერთდროულად, 20 დეკემბერს გახსნის. სეზონს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება გუდაური. კურორტზე ორი ახალი საბაგირო, 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა და 6 კილომეტრიანი ახალი ტრასები ეწყობა. ასევე, 7 500 მეტრზე მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და ეწყობა განათება ღამის სრიალისთვის. პარალელურად, TBC Capital-ის კვლევით, მიმდინარე წელს დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობამ 65% შეადგინა. როგორია სასტუმრო ბიზნესის მოლოდინები ზამთრის სეზონზე, რა შეიცვალა აბონემენტების გაყიდვის სისტემაში და რამდენად მზად არის კერძო სექტორი ტურისტების მისაღებად?

სტუმარი: მაია მურაჩაშვილი - ჰოტელიერი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები