საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი დაიწყო. უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა გადაადგილების მიმართულებითაც. ამ დრომდე აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაშვებული ტრანსპორტისთვის მოძრაობა კი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.
გასული უთოვლო წლის შემდეგ მიმდინარე სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება ტურისტული სექტორი. რა მოლოდინები აქვს სასტუმრო ბიზნესს წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით?
სტუმარი: გიორგი კვიწინაშვილი - სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელი;