მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ზანგეზურის დერეფნის საავტომობილო გზის 90% და რკინიგზის 70% უკვე მზადაა" - ილჰამ ალიევი

ზანგეზური

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა თითქმის 90%-ით დასრულებულია, ხოლო გასაყვანი რკინიგზის 70% უკვე დაგებულია. აზერბაიჯანის ლიდერი მოელის, რომ აღნიშნული სატრანსპორტო კვანძი ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში გაეშვება.

ცნობისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული „შუა დერეფანი“ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად მიიჩნევა. ილჰამ ალიევის განცხადებით, "შუა დერეფნის" განვითარება და ახალი საერთაშორისო მარშრუტის ჩამოყალიბება ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა, საწყის ეტაპზე გამტარუნარიანობა წლიურად 15 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ აზერბაიჯანული მხარე ტვირთბრუნვის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები