ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, გარე ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტიდან შვიდი დღის შემდეგ, საგანგებო ენერგომომარაგების ერთ-ერთი დიზელის გენერატორი აღარ ფუნქციონირებს.
„ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე ასეთი საგანგებო სიტუაცია აქამდე არასოდეს ყოფილა. მდგომარეობა კრიტიკულია. რუსულმა დაბომბვამ ელექტროსადგური ელექტროენერგიის ქსელიდან გათიშა. ეს ისეთი რამაა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ზელენსკიმ.




























