მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება უარესდება - IAEA

ზაპოროჟიე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეში ბირთვული უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება. სააგენტოს წარმომადგენლებმა, ბოლო კვირის განმავლობაში, ატომურ ელექტროსადგურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების რამდენიმე შემთხვევა აღწერეს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს აღნიშნული ზონა და აღნიშნეს, რომ ზიანი, სავარაუდოდ, დრონით არის გამოწვეული. დარტყმის შედეგად დაზიანდა ობიექტის ორ ძირითად ჭიშკარს შორის მდებარე გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თავად სადგურის აღჭურვილობა არ დაზიანებულა.

უკრაინას და რუსეთის მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთის ძალები 2022 წლიდან აკონტროლებენ, ევროპის უმსხვილესი ბირთვული სადგურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები