დაბომბვის შედეგად, ელექტრომომარაგების ხაზის დაზიანების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე მე-5 დღეა ერთ ელექტრომომარაგების ხაზზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სამწუხაროდ, რთული უსაფრთხოების სიტუაციის და სამხედრო ინჟინრებისთვის სტაბილური წვდომის არ არსებობის გამო, ის კვლავ დეენერგიული რჩება. შესაბამისად, ისევე, როგორც ყველა წინა დღეებში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე რჩება. თუმცა, ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ მის აღსადგენად", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიები რამდენჯერმე დაიბომბა. თავად სადგური კატასტროფას გადაურჩა, თუმცა ირგვლივ აფეთქებებს მისი დაზიანება მაინც შეეძლო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984 წლიდან ფუნქციონირებს. ის ჩერნობილის ქარხანას ზომით თითქმის ორჯერ აღემატება. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომურმა სადგურმა კატასტროფა 1986 წელს განიცადა.