მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara მსოფლიოს მასშტაბით 1200-მდე მაღაზიის დახურვას აპირებს

5ee1df71b7c15
BM.GE
11.06.20 11:37
1605

Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ი მსოფლიოს მასშტაბით აპირებს 1200-მდე მაღაზიის დახურვას. ტანსაცმლის ცნობილი რითეილერი ცდილობს ონლაინ გაყიდვების გაზრდას იმ ქაოსის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

საერთო ჯამში Inditex-ს 7 412 მაღაზია აქვს, ეს რიცხვი დაახლოებით 6 700-6 900-მდე დაიკლებს რეორგანიზაციის შემდეგ.

მაღაზიების დახურვა ძირითადად აზიისა და ევროპის რეგიონში იგეგმება. დიდ ბრიტანეთს, სადაც Inditex-ის 107 მაღაზიაა, სავარაუდოდ დიდი ცვლილებები ამ მხრივ არ ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო, მისი გაყიდვები შემცირდა 44%-ით და 1 თებერვლიდან 30 აპრილამდე 3.3 მილიარდი ევრომდე დაეცა. კომპანიის ინფორმაციით, პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა 409 მილიონი ევრო შეადგინა.

სამაგიეროდ იზრდება ონლაინ გაყიდვები. პირველ კვარტალში ონლაინ გაყიდვებმა 50%-იანი ზრდა აჩვენა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 95%-ით გაიზარდა.

Inditex-ის ახალი გეგმის მიხედვით, ონლაინ გაყიდვებმა 2022 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 25% უნდა შეადგინოს, რაც 2019 წელს 14% იყო.

Inditex-ის მფლობელი ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგაა. აღნიშნული ბრენდი აერთიანებს Zara-ს, Bershka-ს, Pull & Bear-ს და Massimo Dutti-ს.

8 ივნისის მონაცემებით, კომპანიის მაღაზიების მეოთხედი ჯერ კიდევ დაკეტილია.


 

წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები