Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა, რომლის საცალო იმპერიაც მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Zara, Pull & Bear, Bershka და Oysho, მსოფლიოში უძრავი ქონების აქტივების ყველაზე მსხვილი და ძვირად ღირებული მფლობელი გახდა.
Forbes-ის შეფასებით, მისი უძრავი ქონების პორტფელის ღირებულება 25 მილიარდ დოლარს აღემატება.
ორტეგა 200-ზე მეტ ობიექტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ფლობს. მის მფლობელობაშია ისეთი შენობები, როგორიცაა ცათამბჯენი Torre Picasso მადრიდში, Grupo Planeta-ს სათავო ოფისი ბარსელონაში, Royal Bank of Canada-ს საოფისე შენობა ტორონტოში და Devonshire House ლონდონში.
მის უძრავ ქონებას მართავენ კომპანიები Pontegadea, Pontegadea GB და Partler.
გლობალურ რეიტინგში მას მოსდევს ავსტრალიელი უძრავი ქონების ინვესტორი ჰარი ტრიგუბოფი (23.2 მილიარდი დოლარის აქტივებით) და ამერიკელი დეველოპერი დონალდ ბრენი (19.2 მილიარდი დოლარით).
2026 წლის მონაცემებით, ორტეგა კვლავ ესპანეთის უმდიდრეს ადამიანად რჩება და Forbes-ის გლობალურ მილიარდერთა სიაში მე-10 ადგილს იკავებს, 124 მილიარდი ევროს ღირებულების ქონებით.




























