კომპანია Inditex-მა, რომელიც Zara, Pull&Bear, Bershka და სხვა ბრენდებს აერთიანებს, უკრაინაში დაბრუნებიდან სამი თვის შემდეგ, დაახლოებით 2 მილიარდი გრივნას შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ Forbes Ukraine, YouControl მონაცემებზე დაყრდნობით წერს .
აღსანიშნავია, რომ კომპანია უკრაინაში მიმდინარე წლის აპრილიდან მუშაობს.
YouControl-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში Inditex-მა 10,2 მილიონი უკრაინული გრივნის შემოსავალი მიიღო.გასული წლის თითქმის 125, 8 მილიონ გრივნიანი ზარალის შემდეგ, საცალო ვაჭრობა, 2024 წლის პირველ ნახევარში 107,6 მილიონი გრივნა მოგებად იქცა.
რაც შეეხება კომპანიის კონკურენტებს, LPP საცალო ჯგუფმა (Reserved და Sinsay ბრენდების მფლობელმა) 2024 წლის პირველ ნახევარში, უკრაინაში 4,6 მილიარდი უკრაინული გრივნის შემოსავალი მიიღო, რაც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე 2023 წლის პირველ ნახევარში.
ამის მიუხედავად, მისი მოგება 2024 წლის პირველი ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,4-ჯერ შემცირდა და 48 მლნ უკრაინული გრივნა შეადგინა.
ხოლო, შვედურმა ბრენდმა H&M-მა, 2024 წლის პირველ ნახევარში თითქმის 594,2 მილიონი გრივნის პროდუქცია გაყიდა და 152,1 მილიონი უკრაინული გრივნას მოგება მიიღო.