მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara-ს მფლობელ კომპანიას გასულ წელს წმინდა მოგება 70%-ით შეუმცირდა

6048f41611ffd
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.21 21:30
691
Zara-ს მფლობელ კომპანია Inditex-ს 2020-ში წმინდა მოგება 70%-ით შეუმცირდა და $1.1 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდებზე დიდ ვარდნას წარმოადგენს. კომპანიის განცხადებით, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

Inditex-ის განცხადებით, 8 მარტის მდგომარეობით მათი მაღაზიების 15%-ი კორონავირუსის პანდემიის გამო კვლავ დაკეტილია და ეს ნეგატიურად აისახება კომპანიის გაყიდვებზეც.

Inditex-ის ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ ვერც საშობაო გაყიდვებიდან მიიღო ისეთი შემოსავალი, როგორსაც კომპანია გეგმავდა. შედეგად Inditex-ის წმინდა მოგება მეოთხე კვარტალში 435 მილიონ ევრომდე 53%-ით შემცირდა, რადგან ევროპის უმეტეს ქვეყნებში კომპანიის მაღაზიები დაკეტილი იყო.

ესპანური კომპანია აცხადებს, რომ გასულ წელს Inditex-ის მთლიანი გაყიდვები 28%-ით შემცირდა და $20.4 მილიარდი შეადგინა, თუმცა განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 77%-ით გაიზარდა Inditex-ის ონლაინ გაყიდვები.

შეგახსენებთ, რომ Inditex-ს მსოფლიოს მასშტაბით 6,829 მაღაზია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები