მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარაფხანა" ახალი შოურუმის გახსნისთვის ემზადება - როგორია კომპანიის გეგმები?

ზარაფხანა

ქართული საიუველირო ბრენდი "ზარაფხანა" თბილისში ახალ შოურუმს გახსნის. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

როგორც მან სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, "ზარაფხანას" ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც, სექტემბერში ახალი კოლექციის პრეზენტაცია იგეგმება.

"დაგეგმილი გვაქვს ახალი შოურუმის გახსნა. ეს იქნება დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში, სარემონტო სამუშაოები ფაქტობრივად დაწყებულია. ეს იქნება სავარაუდოდ, მესამე კვარტალში სიახლე.

"ზარაფხანას" ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, ირაკლი ნასიძე. მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ახალი კოლექცია სახელწოდებით „მისტიკური კონტურები". ეს კოლექცია დაახლოებით ორი თვეა რაც გამოვუშვით და სექტემბერში გვექნება კიდევ ერთი კოლექციის პრეზენტაცია",- ამბობს თორნიკე სამხარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები