"ზარაფხანამ" რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა. როგორც BMG-ის “ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, მაღაზია 1-ელ მარტს გაიხსნა და "სითი მოლი საბურთალოს" G სართულზე მდებარეობს.
თორნიკე სამხარაძის ინფორმაციით, ახალ მაღაზიაში ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით 60 000 ლარია და დამატებით სამი ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, წელს გეგმებში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა შედის.
"სასიამოვნო სიახლე არის ის, რომ სითი მოლში გავხსენით დამატებით ერთი ფილიალი. ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტრაფიკის და გამტარობის მოლი თბილისში.
ვფიქრობთ, წელს კიდევ ერთი ფილიალის დამატებას რეგიონში. ამის შესახებ ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევა რადგან განიხილება ორი ქალაქი, ქუთაისი და ბათუმი. ბათუმში გვაქვს ფილიალი თუმცა ვფიქრობთ კიდევ ერთის დამატებას",- ამბობს თორნიკე სამხარაძე.
ცნობისთვის, 86-წლიანი ისტორიის მქონე საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" ამ დროისთვის თბილისში 4, ბათუმში კი 1 ფილიალი აქვს. კომპანია 100 თანამშრომელს აერთიანებს.

























