მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zarbazani cosmetics -მა ასორტიმენტი გაზარდა - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ZARBAZANI

ღვინის კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანია Zarbazani cosmetics -მა ასორტიმენტი გაზარდა და ახალი ბრენდები დაამატა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

Zarbazani Cosmetics ღვინის კოსმეტიკის საწარმოა, რომელშიც 0,5 მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდა. კომპანია ღვინისაგან ისეთ პროდუქციას ამზადებს, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი და სხვა ჰიგიენის საშუალებები.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე 65 სასტუმროში არიან შესული. როგორც თბილისში, ასევე აჭარაში, კახეთში და ა.შ. მათი ძირითადი სამიზნე 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროებია, რომლებსაც 400 მილიგრამიანი მოცულობის ჰიგიენის საშუალებებით ამარაგებენ.

"კულტურა იმისა, რომ სასტუმროებმა დიდი ზომის ჰიგიენური საშუალებები გამოიყენონ ნელ-ნელა შემოდის. შესაბამისად, გარდა თბილისისა და აჭარისა, ჩვენი პროდუქციით სხვა რეგიონებიც ინტერესდებიან, მათ შორის კახეთიც.

"ზარბაზანის" ნიშნით, ძირითადად ორი ყურძნის მიმართულება გვქონდა. ეს იყო რქაწითელი და საფერავი. ახლა დავამატეთ ხვანჭკარა, რომელიც როგორც Royal grapes ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი. ასევე, სულ მალე რეალიზაციაში ახალი პროდუქტი, სახელად „მტევანი“ გამოჩნდება. "მტევანის" ბრენდის ქვეშ გაიყიდება ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში ყურძენი და ყვავილები იქნება. მათ შორის იქნება შავკაპიტო და იასამანი, ქისი და ლავანდა, მწვანე და ალუბალი.

ბრენდი Royal grapes ბაზარზე ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდება, ხოლო "მტევანი" უკვე წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ალექსანდრე ბოლქვაძეს ცნობით, კომპანიას ფასები არ მოუმატია, მეტიც შეამცირა. მისი თქმით, ბაზარზე ძირითადად ხელოვნური პროდუქცია იყო, ხოლო ჩვენი ნატურალურია. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის გადავწყვიტეთ ფასების შემცირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები