მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცია

BM.GE
25.07.19 09:28
902
ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მის ირგვლივ კი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის“ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქიტესტი“ ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 19 ივნისს გაფორმდა. სამუშაოებისათვის 2 518 961 ლარი დაიხარჯება, რომლის 20% სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა, 80%-ს კი მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ასევე მოეწყობა მონასტრის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომი, ტაძრიდან 150 მეტრში არსებული „თამარის წყარო“ და წყარომდე მისასვლელი საფეხმავლო გზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები