მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზავის ფონზე, დუბაის საფონდო ინდექსი მკვეთრად გაიზარდა

დუბაი

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მოლოდინმა ყურის ქვეყნების საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მას შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ზავის შესახებ გამოაცხადა, დუბაის DFM General Index-მა მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. ვაჭრობის დასაწყისში ინდექსი 6.7%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება რეგიონში სამხედრო საფრთხის შემცირებას და ნავთობის სატრანსპორტო გზების გახსნის პერსპექტივას.

ბუნებრივია, ინვესტორთა განსაკუთრებული ყურადღება უძრავი ქონებისა და საბანკო სექტორისკენ არის მიმართული, სადაც ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა. კომპანია Emaar Properties-ის აქციები 11.5%-ით გაძვირდა, ხოლო Emirates NBD Bank-ის მატების მაჩვენებელმა 10% შეადგინა.

ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება აბუ-დაბის ბირჟაზეც, სადაც მთავარი ინდექსი 4.5%-ით გაიზარდა. ექსპერტთა შეფასებით, დუბაის ბაზრის ასეთი მკვეთრი რეაქცია ტურიზმსა და საზღვაო ვაჭრობაზე დამოკიდებულებით აიხსნება, რადგან აღნიშნული სექტორები კონფლიქტის მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა და სადაზღვევო ხარჯების შემცირება რეგიონული ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ წინაპირობად მიიჩნევა, ამიტომ ინვესტორების მხრიდან ასეთი პოზიტიური რეაქცია გასაკვირი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები