მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა შენგელია: შანსი, რომ მუსიკალური სფერო ბიზნესად შემდგარიყო, კიდევ ბევრი წლით გადაიდო

605f1e0650bdc
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 17:10
1160

“მუსიკალური ბიზნესი საქართველოში სრულფასოვანი ისედაც არ იყო და ის მცირე შანსი, რაც მას ჰქონდა, რომ ბიზნესად შემდგარიყო, კიდევ ბევრი წლით გადაიდო”, - ამის შესახებ "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ გადაცემა #BMGDRIVE-ში განაცხადა, როცა ქართულ შოუ-ბიზნესზე და პანდემიის შედეგად სფეროსთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობდა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, პანდემიის შედეგად სფერო აბსოლუტურად გაჩერდა.

“არის ნაწილი ვინც ცდილობს, არ გაჩერდეს, მაგრამ გლობალურად სექტორს ძალიან დიდი დარტყმა მიადგა, სახელმწიფოსგან კი უყურადღებოდ დარჩა.

ამ სფეროში ძალიან დიდი წილი თვითდასაქმებული ადამიანებისაა და მათ შემოსავალი აღარ ჰქონდათ. თუ მთავრობამ სხვადასხვა სექტორებისთვის ფინანსური დახმარება გამოყო ეს მუსიკალური ბიზნესის სფეროს აბსოლუტურად არ შეეხო. ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვართ.

როდესაც ტურიზმის სფეროში ვიზიტორების რაოდენობის ზრდით ვამაყობთ ამისი ერთ-ერთი განმაპორობებელი სწორედ კულტურაა. შესაბამისად, ხელისუფლების ქცევა აქ დასაქმებული ადამიანების მიმართ ადეკვატური უნდა იყოს.

უფრო მეტი თანხები კონკრეტულ პროექტებზე უნდა მიემართოს. გამოსაკვეთია, თუ რა არის პრიორიტეტული და ამა თუ იმ პროექტებზე დაფინანსება კონკურესებით გაიცეს “ - აღნიშნა შენგელიამ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები