მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზედამხედველობის სააგენტომ 11 საფრთხის შემცველი სათამაშო გამოავლინა

საშიში სატამაშოები

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ საფრთხის შემცველი სათამაშოების 11 ნიმუში გამოავლინა.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თანახმად, 6 სათამაშოს ძვრება პატარა ნაწილები, რომლებმაც, გადაყლაპვის შემთხვევაში, შესაძლოა გაგუდვა გამოიწვიოს, ხოლო 5 ე.წ. ტყლარწი ბორის გადამეტებულ ოდენობას შეიცავს.

საფრთხის შემცველი სათამაშოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.msa.gov.ge/dangerproducts

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში" აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არც ვებსაიტის სიახლეებში და არც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე არ აქვეყნებს ცნობებს გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ, იმისათვის, რომ ამის თაობაზე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და თავი დაიზღვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები