მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედიზედ მეცამეტედ, ივნისში ყველაზე ცხელი თვის რეკორდი დამყარდა - Copernicus

ცხელი ტემპერატურა

გასული ივლისი ისტორიაში, მონაცემთა შეგროვების დაწყების დღიდან, ყველაზე ცხელი იყო - ზედიზედ მეცამეტე თვეა, რაც “ევროპული კლიმატის სერვისის” Copernicus-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვე, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდულად ცხელია - ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ამასთან, ივნისი აღმოჩნდა ზედიზედ მესამე თვე, როდესაც დედამიწის ტემპერატურა პარიზის შეთანხმებით დადგენილ 1.5-გრადუსიან ლიმიტზე მეტად გაიზარდა.

Copernicus-ის უფროსი მეცნიერი, ნიკოლას ჯულიენი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რეკორდების სერია მხოლოდ გაფრთხილებაა, რომ პარიზის შეთანხმებით დადგენილ 1.5-გრადუსიან ლიმიტს სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით. მისი თქმით, საშუალო გლობალური ტემპერატურა სწრაფი ტემპით იზრდება.

Copernicus-ის ინფორმაციით, ივნისში დედამიწის საშუალო ტემპერატურა 16.66 გრადუსი იყო, 0.67 გრადუსით მეტი, ვიდრე ივნისის თვის 30-წლიანი საშუალო მაჩვენებელია.

ამასთან, გასულ თვეს მოიხსნა 2023 წელს დამყარებული ყველაზე ცხელი ივნისის რეკორდიც 1940 წლიდან დღემდე.

განსაკუთრებული სიცხე გასულ თვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში, კანადის აღმოსავლეთ და აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ ციმბირში, შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ანტარქტიდაში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები