მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ZEG – Tbilisi Storytelling Festival 20-22 ივნისს გაიმართება

BM.GE
06.05.19 12:08
678
20-22 ივნისს თბილისი „სთორითელინგის“ რეგიონში პირველი საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელია, რომელსაც საფუძველი Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ ჩაუყარეს. ZEG – Tbilisi Storytelling Festival სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს გააერთიანებს, რომლებიც მონაწილეებს ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს გაუზიარებენ. ორგანიზატორების განცხადებით დისკუსიები რამდენიმე ტემაზე გაიმართება, მათ შორის კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები