მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზეგ ბარი" - ახალი მულტიფუნქციური სივრცე დედაენის ბაღში

ალექსანდრე რამიშვილი

თბილისში, კერძოდ დედაენის ბაღში, სულ რამდენიმე თვეა ახალმა ობიექტმა - „ზეგ ბარმა“ დაიწყო ოპერირება. ზეგ ბარი“ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებსა და გასართობ საღამოებს სთავაზობს.

როგორც „ზეგ ბარის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე რამიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, ბარი 1 თვეა გაიხსნა და მასზე მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.

მისი ინფორმაციით, ობიექტის შიდა სივრცეში 300 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, ამასთან ტერასაზეც დაახლოებით 300 ადამიანის განთავსება შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ „ზეგ ბარი“ Status Group-ის ერთ-ერთი ობიექტია. თავად ჯგუფი კი, თბილისში ჯამში 6 ობიექტს აერთიანებს.

„ჩვენს სტუმრებს ძირითადად ევროპულ სამზარეულოს ვთავაზობთ, თუმცა გვაქვს ქართული ელემენტებიც. „ზეგ ბარის“ დედაენის ბაღში განთავსების მიზეზი იყო ის, რომ პირველ რიგში კარგი ადგილმდებარეობა და ყველასათვის მარტივად მისაგნები ობიექტი იყო. ამასთან, ხმასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს და დილის 4-5 საათამდე შეგვიძლია მუსიკა ხმამაღლა გვქონდეს ჩართული.

იმის მიუხედავად, რომ 1 თვეა გავიხსენით, მოთხოვნა დიდია. განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩის დროს, ობიექტში ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ იყო. ძირითადად, ადგილობრივებს ვუმასპინძლეთ, თუმცა გვყავდა უცხოელი სტუმრებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ყოველდღიურად ახალი ბარები იხსნება. ძალიან კარგი ახალგაზრდები წამოვიდნენ, რომლებსაც დიდი ამბიციები აქვთ“,-აცხადებს რამიშვილი.

ობიექტის დამფუძნებელი მასპინძლობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სერვისი კვლავ დასახვეწია, ამასთან კვალიფიციური კადრები ძალიან დიდი პრობლემაა.

მისი თქმით, წელს ობიექტის განვითარებაცაა დაგეგმილი. კერძოდ, შუა კვირაში ღონისძიებას მომღერლები გახსნიან, ხოლო შემდეგ საღამოს დიჯეი გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები