მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზეკარის უღელტეხილზე 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 1.5 წლის ვადაგადაცილებით დასრულდა - მიზეზი

გზა ზეკარის უღელტეხილი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. უღელტეხილის გზა რთულ გეოგრაფიულ არეალში ზღვის დონიდან 1700-2100 მეტრამდე სიმაღლეზე გადის და მისი მშენებლობა მნიშვნელოვანი ვადაგაცაცილებით დასრულდა.

გზის მეჩვიდმეტე ოცდამეცამეტე კილომეტრი დაყოფილია ორ ლოტად - კმ17-კმ26 და კმ26-კმ33 ლოტებად. კმ17-კმ26 ლოტზე ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა და მასში გამარჯვებულად კომპანია New Road-ი 2021 წლის აპრილში გამოვლინდა. კონტრაქტის ღირებულება 38.9 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სამუშაოები 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ვადაგადაცილება რთულმა გეოლოგიურმა პირობებმა განაპირობა, რის გამოც კონტრაქტში ცვლილება 37-ჯერ შევიდა და მისი დასრულება გადავადდა. კმ26-კმ33 ლოტზე კი ტენდერი 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა და მასში გამარჯვებულად 2023 წლის მარტში კომპანია New Road-ი გამოვლინდა. კონტრაქტის ღირებულება 22.9 მილიონ ლარს შეადგენდა და მის მიხედვით, გზის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულუყო. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის მიხედვით, გზის სამშენებლო კონტრაქტში ცვლილება 26-ჯერ შევიდა და მისი მშენებლობა სრულად მხოლოდ ახლა დასრულდა.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

აღნიშნული მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები