უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.
დღის ბოლოს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი უნდა დააანონსოს. რაც შეეხება უშუალოდ ზელენსკის ვიზიტს, ის უკრაინისთვის NATO-ს სტანდარტების გამანადგურებლების გადაცემასთან და პილოტების გადამზადების პროგრამასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის მიერ ბრიტანეთში განხორციელებული პირველი ფიზიკური ვიზიტია.