მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩავა და დონალდ ტუსკს შეხვდება

ზელენსკი და ტუსკი

პოლონეთის მთავრობის პრესსამსახურმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყანაში ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, უკრაინის ლიდერი ქალაქ ლუბლინში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდება.

მხარეების მოლაპარაკებების მთავარი თემა ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შედეგების შეჯამება იქნება.

ცნობისთვის, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია პოლონეთში იმ დიპლომატიური უთანხმოების შემდეგ, რაც ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო დანაყოფისთვის „UPA-ს გმირების“ საპატიო სახელწოდების მინიჭებას მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვეს.

ვითარება იქამდეც კი დაიძაბა, რომ გარკვეული პერიოდით უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავმა პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენებაც კი შეწყვიტა, პარალელურად კი პოლონეთში უკრაინელების მიმართ აგრესიის შემთხვევები გახშირდა.

განმარტებისთვის, UPA იმ უკრაინული დანაყოფის სახელი იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. პოლონური მხარის შეფასებით, ნაციონალისტურმა დაჯგუფებამ 50,000-დან 100,000-მდე ადამიანი ამოხოცა, რაც 2016 წელს ქვეყნის პარლამენტმა გენოციდადაც კი გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები