უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და პრეზიდენტების შეხვედრის წარუმატებლობის შემთხვევაში „მესამე მსოფლიო ომზე“ საუბრობს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამისთვის მზად სულ ვიყავი. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ. ვფიქრობ, ნებისმიერი ფორმატი და შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ ვისაუბროთ. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს“, - თქვა ზელენსკიმ.




























