მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო აკრიტიკებს – "ეს ყველაფერი ამად არ ღირს”

62644dfb54986
BM.GE
23.04.22 23:01
2096
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. პრეზიდენტმა კიევის მეტროში გამართა პრესკონფერენცია და ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას უპასუხა.

ზელენსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებს არ უწესებს და ამ გზით ეკონომიკის შენარჩუნება სურს:

“რომელი ეკონომიკა? მათ უკვე წაიღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. თითქმის თბილისამდე მივიდნენ. ეს ყველაფერი ამად არ ღირს”,– აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მას არ ესმის, ამიტომ ამ ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს.

“მჯერა, რომ უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან ერთ-ერთი უახლოესი სწორედ ქართველი ხალხია. პირველი რევოლუციის შემდეგ ჩვენ მათგან დიდი მხარდაჭერა ვნახეთ. თქვენი ხელისუფლების ლიდერთა ახლანდელი პოზიციის ნამდვილად არ მესმის. ამას ვერ ვხვდები და სწორედ ამიტომ, ამ საკითხს ასე მტკივნეულად აღვიქვამ. ვფიქრობ, რომ რაზეც ისინი მიდიან, ამად ნამდვილად არ ღირს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ უკრაინის მხარდაჭერას თქვენი მთავრობის ლიდერებისგან“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები