მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკიმ აშშ-სგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღო, რომელსაც უახლოეს დღეებში ტრამპთან განიხილავს - ადმინისტრაცია

ზელენსკი ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინამ ამერიკული მხარისგან ოფიციალურად მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის შეფასებით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია და რაც თავის მხრივ ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ უახლოეს დღეებში ზელენსკი ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს.

"უკრაინის პრეზიდენტმა გამოკვეთა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შედეგების შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ გეგმის პუნქტებზე ისე ვიმუშავებთ, რომ ეს ომის ღირსეულ დასასრულს უზრუნველყოფდეს.

უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის რუსული შეჭრის პირველივე წამებიდან და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია რეალური მშვიდობის დამყარება. უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს სისხლისღვრის შესაჩერებლად წლის დასაწყისიდან. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მსოფლიოში, რათა შედეგი იყოს მშვიდობა.

უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტი პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს და მშვიდობისთვის საჭირო ძირითად პუნქტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები