მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინელი გმირის ჯილდო გადასცა

63a371d2cf1b1
ალა ისპირიანი
22.12.22 00:41
537
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს გმირის ჯილდო გადასცა, რომელიც მისი თქმით, დონბასის რეგიონში მებრძოლი უკრაინის სამხედროების კაპიტანმა მისცა.

"ერთი ბიჭი, რომელიც მართლაც, ნამდვილად გმირია, ნამდვილი კაპიტანი, მთხოვა გადმომეცა ჯილდო, ეს არის ჯვარი სამხედრო დამსახურებისთვის ", - თქვა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და თქვა, რომ "დაუმსახურებელია, მაგრამ ძალიან დასაფასებელია".

ასევე თეთრი სახლში შეხვედრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს მხარდაჭერისთვის, ასევე მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხის მიმართ. "დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, მადლობა კონგრესს და მადლობა უბრალო ხალხს, ამერიკელებს. მე ამას ნამდვილად ვაფასებ,"-აღნიშნა ზელენკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი. სავარაუდოდ ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს.