მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ სადავო კანონს, რასაც EU-ს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც როგორც მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, ანტიკორუფციული უწყებები სუსტდება. ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე კრიტიკა მოჰყვა.

უკრაინის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო გამოსვლებიც მოეწყო. კიევში ასობით ადამიანი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც 22 ივლისს უკრაინის ვერხოვნა რადამ კანონი საბოლოო მოსმენით მიიღო. ეს ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი ანტისახელისუფლებო გამოსვლა იყო. აქციები გაიმართა ლვოვში, დნიპროსა და ოდესაშიც.

ახალი კანონით ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე იქნებიან დამოკიდებული. ახალი კანონით უკრაინის გენერალური პროკურორი იღებს წვდომას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ყველა საქმეზე.

ზელენსკი ამბობს, რომ ეს უწყებები კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა რუსული გავლენისგან "გაიწმინდებიან". გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროკავშირშიც.

"ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ამჟამინდელი ქმედებებით ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ უზრუნველყოფთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იმ პირობით, რომ ქვეყანას პროგრესი ექნება გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმის და დემოკრატიული მართვის მიმართულებით", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გასაწევრებლად საჭიროა კორუფციასთან ბრძოლის ძლიერი საშუალებები და ინსტიტუციური მდგრადობა. კანონი გააკრიტიკა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. "ცუდი დღე უკრაინისთვის", - თქვა დმიტრო კულებამ და დაამატა, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ხალხის გვერდით დადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები