უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური კიევი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს სუვერენიტეტის გაყიდვასა და უკრაინელების მკვლელობაში დახმარების გაწევაში ადანაშაულებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ზელენსკის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით პასუხს სცემს 2025 წლის ბოლოს ბელარუსში რუსული დრონების მართვის სისტემების განლაგებას. იმ დრონების, რომელთა გამოყენებითაც რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურაზე ზუსტი დარტყმების განხორციელება გახადა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, მიმდინარე ომში ბელარუსი რუსეთს უჭერს მხარს და სამხედრო მიზნების მიღწევაში აქტიურად ეხმარება. უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსულ სამხედრო სისტემაში 3000-ზე მეტი ბელორუსული კომპანიაა ინტეგრირებული. ისინი მოკავშირეს “ორეშკინის” წარმოებისთვის საჭირო კრიტიკული კომპონენტებით ამარაგებენ. ოფიციალური კიევის შეფასებით, ეს ლუკაშენკოს ხელისუფლებას კრემლის პასიური მოკავშირიდან აგრესიის აქტიურ მონაწილედ აქცევს. შესაბამისად, სანქციების დაწესება სრულ თანხვედრაშია უკრაინის ოფიციალურ პოლიტიკასთან იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს.




























