მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

623007c0f2b9f
თელარა გელანტია
15.03.22 07:27
597
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

„უკრინფორმის“ ცნობით, დოკუმენტი რადას ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 30 დღის ვადით.

უკრაინაშისაომარი მდგომარეობის ვადა 26 მარტის დილის 05:30 საათზე იწურება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები