მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა

64bc3cfb96b17
BM.GE
23.07.23 00:45
532
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

„ვისაუბრეთ შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. ამ რეგიონში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის ჩაშლას ნიშნავს და პრობლემებს მსოფლიოში - საფასო კრიზისი შესაძლო შედეგებიდან ყველაზე მცირეა.

ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასთან და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენს თანამშრომლობაში ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადავედით – ნატო-უკრაინის საბჭოს დონეზე და ამ მექანიზმმა შეიძლება, იმუშაოს. მივმართე იენს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. ამ დღეებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები