მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წლის ეროვნული ბიუჯეტი ოფიციალურად დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტი $48.8 მილიარდის შემოსავალზე და $92.9 მილიარდის ხარჯზეა გათვლილი, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა $43-დან $45 მილიარდის ფარგლებში იქნება, თუმცა დროსთან ერთად ამ თანხის კორექტირებაა მოსალოდნელი.

საგარეო ვალის სახით დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის აღებაა დაგეგმილი, ამ თანხის უდიდესი მოცულობა კი აშშ-სა და ევროკავშირზე მოდის.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, მთავრობის ვარაუდით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება; ინფლაცია კი 9.7%-ის ფარგლებში იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით $50 მილიარდი ქვეყნის თავდაცვასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მთავრობა ამ ხარჯების გადაფარვას ეროვნული გამომუშავებითა და გადასახადების აკრეფით გეგმავს, თუმცა სხვა მიმართულებით ხარჯები საერთაშორისო დახმარების წყალობით დაიფარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები