"ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თქვა, რომ შეფასებისგან თავს შეიკავებს.
„ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ რთულ ვითარებაში.




























