მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზემო ლარსზე რიგში 2700-ზე მეტი მანქანაა - "საბაჟო პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება"

ლარსი

საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საბაჟო პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უამინდობის გამო დაკეტილი იყო.

ჩრდილოეთ ოსეთის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კომიტეტის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მუდმივ რეჟიმში განახლებადი ელექტრონული რიგის მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე 18 ივლისის 11:30 საათისთვის რიგში 2 727 ავტომობილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები