მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონში იუსტიციის სახლი იხსნება

ზესტაფონი

საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში 14 ნოემბერს გაიხსნება. ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეძლებს. ასევე, ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობა სპეციალურ სარიტუალო სივრცეში.

ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და ზესტაფონის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს.

იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალის გახსნით, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გაიზრდება ერთ სივრცეში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობა. ამასთან, ზესტაფონის იუსტიციის სახლში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.

იუსტიციის სახლის დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები