მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟენევა, როგორც პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ადგილი - მაკრონის ინიციატივა

მაკრონი
BM. GE
19.08.25 13:05
340

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მედიასთან საუბრისას გააჟღერა ინიციატივა, რომ პუტინისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდეს.

“ვფიქრობ, ჟენევა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის კარგი ადგილი იქნება,” - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შვეიცარიის ნეიტრალურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის საკითხები სწორედ ევროპულ ქალაქში ჩატარდეს. ამ მხრივ კი ის ნეიტრალურ ჟენევას იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს.

პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრი სახლის ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ომში მყოფი ქვეყნების ლიდერები სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვამდე ერთმანეთთან შეხვედრაზე თანახმა არიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია რომის სტატუტისა და ჟენევას კონვენციის მონაწილეა. შესაბამისად, გასარკვევია, როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ ვლადიმერ პუტინის მიღება, რომელზეც ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები