მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟირაფი ჟოზე ამერიკელი ბავშვებისთვისაც იმღერებს - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 05.11.2023

ქართველი პატარების გამორჩეული მეგობარი ჟირაფი ჟოზე უკვე ამერიკასაც იპყრობს. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი ამერიკელი ბავშვებისთვისაც იმღერებს, პირველი სიმღერის პრემიერაც შედგა. "დაახლოებით 18 თვის წინ პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA! სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის მაგრამ რამდენიმე საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე ამერიკელი ბავშვებისთვის.ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება — ეს ფაქტია. როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ! მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს! ჟოზეს ძალიან უყვარხართ,“ — წერს ჟირაფ ჟოზეს პროექტის იდეის ავტორი, გიორგი მარშანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები