„ჟოლი“ პირველ ექსპორტს აშშ-ში იანვრის დასაწყისში განახორციელებს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ "ჟოლი"-ს დამფუძნებელმა, გურამ სუხაშვილმა განაცხადა.
„აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) „ჟოლის“, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის შესახებ მოკვლევა დაასრულა და წარმოების რეგისტრაცია განახორციელა.
რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რაც გულისხმობს წარმოების რეგისტრაციას და მიკვლევადობას, ეტიკეტის რეგისტრაციას, პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზებს, ამ ყველაფერს დაახლოებით 3-დან 6 თვემდე სჭირდება სჭირდება. ნახევარზე მეტი გავლილი გვაქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში „ჟოლის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ - აცხადებს გურამ სუხაშვილი.
როგორც „ჟოლის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა პირველ ეტაპზე აშშ-ში 80 000-მდე ერთეულ პროდუქციას გაგზავნიან.
ინფორმაციისთვის: „ჟოლის“ წარმოება იგოეთში მდებარეობს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიცია ამერიკელი პარტნიორის მიერ განხორციელდა. „ჟოლის“ პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით მზადდება.