22 ივნისს ქართულ მედიასივრცეში სამედიცინო ჟურნალების ერთ-ერთმა წარმატებულმა გამომცემლობა ჟურნალმა ,,ავერსი“ 20 წლის იუბილე აღნიშნა. ჟურნალი „ავერსი“ არის სამედიცინო ინფორმაციის ერთ–ერთი ყველაზე სანდო წყარო. მასში იბეჭდება მხოლოდ საერთაშორისო კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პუბლიკაციები, რომლებზეც მუშაობენ სამედიცინო განათლების მქონე ჟურნალისტები. დღიდან დაარსებისა, ჟურნალი „ავერსი“ პოპულარიზაციას უწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მისი პუბლიკაციები ეხება მედიცინასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა სფეროს: დაავადებებსა და მათ პრევენციას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ჯანსაღ კვებას, თავის მოვლას, ბავშვის აღზრდას და სხვა მრავალი მიმართულება. ჟურნალი ფართო მკითხველისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ მისი ენა ზედმიწევნით მარტივი და გასაგებია. იმავდროულად, ჟურნალს გამოარჩევს გემოვნებიანი დიზაინი და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი. არსებობის 20 წლის განმავლობაში ჟურნალმა შეიძინა მრავალი ერთგული და მადლიერი მკითხველი და სამედიცინო წრეებშიც სანდო რეპუტაცია მოიპოვა. საქართველოსა თუ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები სიამოვნებით თანამშრომლობენ ჟურნალთან. იუბილეს ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ავერსის ჰოლდინგის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.


































