მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზიანის სრულ ანაზღაურებასთან ერთად, ბაჩიაშვილს 1-წლიანი პირობითი და 50 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა - ადვოკატი

ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს სისხლის სამართლის საქმეებზე, საპროცესო შეთანხმებით პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით განესაზღვრა და 50 000 ლარის გადახდა დაევალა. როგორც ლევან მახარაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ყველა საქმე რაც კი არსებობდა სისხლის სამართლის, სამოქალაქოს სამართლის მათ შორის სააღსრულებო წარმოებაც კი ყველაფერი დასრულებულია.

„ვადასტურებ, რომ გიორგი თავისუფალია. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და შესაბამისად, ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია. ამ დროისთვის გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს", - განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირობითი სასჯელიდან გიორგი ბაჩიაშვილს 9 თვე უკვე მოხდილი აქვს და დარჩენილი სამი თვის განმავლობაში თუ სურვილი ექნება ქვეყანას შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს.

"სასჯელის სახით გიორგი ბაჩიაშვილს 1 წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა. ჯარიმა დამატებითი სასჯელი არის 50 000 ლარი, ხოლო შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში თანხასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიღწეულია და შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია, ანუ სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გაუქმდა. 9 თვე უკვე მას მოხდილი აქვს და დაახლოებით, 3 თვე რჩება. პირობითი მსჯავრის შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით ქვეყნის დატოვება, თუ გიორგის სურვილი ექნება ამ პროცედურებით ის ქვეყნის დატოვებას შეძლებს. ამ ეტაპისთვის ჩემი ინფორმაციით, მას ამის სურვილი არ აქვს. ამ კითხვის ადრესატი უფრო გიორგია.

საპროცესო გარიგება შედგა გიორგი ბაჩიაშვილსა და პროკურორს შორის ჩემი მონაწილეობით, როგორც კანონი ითვალისწინებს დაზარალებულის წარმომადგენელი მსგავს გარიგებაში არ მონაწილეობს. დაზარალებულს და ბაჩიაშვილს შორის მორიგება სამოქალაქოს საქმეზე შედგა. ყველა საქმე რაც კი არსებობდა სისხლის სამართლის, სამოქალაქოს სამართლის მათ შორის სააღსრულებო წარმოებაც კი ყველაფერი დასრულებულია.

შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში თანხასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიღწეულია და შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია, ანუ სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გაუქმდა.

საპროცესო გარიგება შედგა გიორგი ბაჩიაშვილსა და პროკურორს შორის ჩემი მონაწილეობით, როგორც კანონი ითვალისწინებს დაზარალებულის წარმომადგენელი მსგავს გარიგებაში არ მონაწილეობს. დაზარალებულს და ბაჩიაშვილს შორის მორიგება სამოქალაქოს საქმეზე შედგა და ეს წერილობით გაფორმდა“, - განაცხადა გიორგი მახარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.

ცნობისთვის: გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამას გარდა, ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

თანაინვესტირების ყოფილი ხელმზღვანელი ასევე მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

პროკურატურა BM.GE-სთან განმარტავს, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე. მას პროკურატურა რამდენიმე საქმეზე ედავებოდა, მათ შორის თანხობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. "ბიტკოინების საქმე", რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დავობდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ "ქართუ ბანკიდან" მიღებული კრედიტით განხორციელებული საინვესტიციო პროექტით გიორგი ბაჩიაშვილმა დიდძალი შემოსავალი მიიღო, თუმცა არ შეასრულა ვალდებულება და მას შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი არ გაუნაწილა, რაც ბრალდების თანახმად, 9000 ბიტკოინს შეადგენდა (დღევანდელი ღირებულებით 606 მილიონი დოლარი). გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები კი მიუთითებდნენ, რომ "ქართუ ბანკის" სესხი წარმოადგენდა ჩვეულებრივ საკრედიტო შეთანხმებას და მიღებული მოგების განაწილება მასში არ შედიოდა. უცნობია ნიშნავს, თუ არა პროკურატურის განცხადების შესაბამისად, "ზიანის ანაზღაურება" ამ 9000 ბიტკოინის ივანიშვილისთვის გადაცემას. პროკურატურის თანახმად, საპროცესო შეთანხმების სრული პირობები კონფიდენციალურია.

„თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლმა ხელ­მძღვა­ნე­ლმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები