მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა - რას ითვალისწინებს?

პრემიერი

განხილვების საფუძველზე შედგა საბოლოო სახით განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

„ჩვენ ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილული იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით. აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები მშობლები სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება.

პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება;

სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა აუცილებელი იყო.

"ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები